Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ძალიან მეამაყება ეს პროექტი!”

21 დეკემბერი, 2017

"ძალიან მეამაყება ეს პროექტი!"წელს უნიჭიერესი ქართველი მხატვრის პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილეა. ამ თარიღს ხელოვნების სასახლე და მისი დირექტორი გიორგი კალანდია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით აღნიშნავს.

გიორგი კალანდია:

“ძალიან მეამაყება ეს პროექტი! ხელოვნების სასახლის ექსპონატები და მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, პეტრე ოცხელი გამოჩნდა თბილისის ქუჩებზე, ავტობუსის გაჩერებებზე…

თქვენთან უფრო ახლოს, თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, დაგიახლოვდათ და გაგრძნობინათ, რომ შედევრები მხოლოდ მუზეუმებისთვის არ იქმნება!

პრაქტიკულად ასეთი რამ მანამდე არც გაკეთებულა, ისევე როგორც ევროპაში, ქართული ხელოვნების მარგალიტებს თქვენ უკვე ქუჩაში იხილავთ! მეამაყება და მიხარია! მადლობა თბს ბანკს ამ წამოწყებისათვის!”

"ძალიან მეამაყება ეს პროექტი!"

"ძალიან მეამაყება ეს პროექტი!"

"ძალიან მეამაყება ეს პროექტი!"

 

"ძალიან მეამაყება ეს პროექტი!"