დაიმშვიდეთ სული

“შევიდე სახლსა შენსა” – ასე ეწოდება საგალობელს, რომელიც ქანდის ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მამა სერაფიმემ დაწერა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მამა სერაფიმემ საგალობელი არა მშობლიურ – არამეულ ენაზე, არამედ ქართულად დაწერა.

გალობა მამაომ ანსამბლ “მუხამბაზთან” ერთად შეასრულა და მასზე ულამაზესი ხედებით ვიდეორგოლიც გადაიღო. კლიპის რეჟისორი ზაზა ხალვაშია.

“არტ ინფო” ვიდეორგოლს გთავაზობთ, რომელიც სულსაც დაგიმშვიდებთ და გულსაც.