გელა ფარჩუკიძე და მისი ბავშვთა კაპელა “ნიჭიერის” ნამდვილი აღმოჩენა გახდა.
მაესტრომ და მისმა 80-მა უნიჭიერესმა ბავშვმა არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ლეგენდარული “ქვინის” ერთ-ერთი ჰიტის “ბოჰემური რაფსოდიის” შთამბეჭდავი შესრულება ჯერ ფრედი მერკურის გულშემატკივართა გვერდზე მოხვდა, შემდეგ “ქვინის” გვერდზე, ახლა კი ქართველი ბავშვების ნიჭიერებამ იაპონიაშიც ჩააღწია.
გელა ფარჩუკიძე:
“ალილუია – ჩვენს კაპელას 22 დღეში უკვე 25 (!!!) მილიონი ნახვა აქვს.
მადლობა უფალო და მადლობა თქვენ, ვისაც ეს გიხარიათ.
იხარეთ. ამინ.”