25 ნოემბერი, 2017

სამხატვრო სასწავლებლის შენობა იყიდება

თოიძის სახელობის ყოფილი სამხატვრო სასწავლებლის შენობა იყიდება.

პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების სააგენტომ, არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმროს მოწყობის მიზნით ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.

ყოფილი სამხატვრო სასწავლებლის შენობა თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ და ტურისტულად აქტიურ ქუჩაზე – ჭონქაძის 21-ში მდებარეობს და პერიმეტრის ზედა ნაწილიდან დედაქალაქის ულამაზესი ხედები იშლება.

აუქციონის პირობების მიხედვით, ქონების საწყისი ღირებულება 8 000 000 ლარს შეადგენს და მის მომავალ მფლობელს სასტუმროს ასაშენებლად მინიმუმ 10 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს.