Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“მხოლოდ ამის თქმა შევძელი”

27 ნოემბერი, 2017

"მხოლოდ ამის თქმა შევძელი"მწერალი გიორგი კეკელიძე გასული კვირის მძიმე დღეებს ეხმაურება:

“ამ დღეებში დაღუპულთა გამო” – ასე უწოდებს თავის ჩანაწერს, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს:

“სიცოცხლე ეს არის – მე შემთხვევით ვწერ ამ ტექსტს და შენ შემთხვევით კითხულობ. იოლად შეიძლება ორივე იქ ვყოფილიყავით, აი, იქ, სადაც ის ბიჭები დაიღუპნენ ან ერთი დღით ადრე სხვა ბიჭი – სპეცრაზმელი.

ასეთი დაფიქრებები თუ წაგიყვანს რთული დასკვნისკენ და ადამიანად ყოფნის უმთავრესი ნიშნისკენ: სხვისი სიცოცხლე უდრის შენსას. დიახ, სხვისი სიცოცხლე შენსას გულისხმობს. ცალკე, ეს სიტყვები ჩვეულებრივი შეცოდებით შეიძლება თქვა და მერე საქმე გააგრძელო. ცხოვრებას საცნაური წეს-დათქმები აქვს – წვრილმანებით თუ მსხვილმანებით გითრევს თავისკენ და უცხოს სიკვდილს გავიწყებინებს. ამას ვერ შეერკინები და ნურც ვეცდებით ყალბად შევეჭიდოთ.

მაგრამ მაშინ, როცა წუთით მაინც თავს დავაძალებთ და გავიაზრებთ საკუთარი სიცოცხლის შემთხვევითობას, მივხვდებით, რატომ არის ყველა ადამიანი უმნიშვნელოვანესი, წუთით მაინც შევიგრძნობთ, რატომ უნდა გავუფრთხილდეთ სხვას და ეს გაფრთხილება რატომ უნდა ვაქციოთ აუცილებელ წამად სხვა დანარჩენ წუთებში.

ჩემი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებს. მთელი ეს ხანი ვფიქრობდი მათზე, მაგრამ ვერაფერი დავწერე. ახლაც, მხოლოდ ამის თქმა შევძელი.”