“კომაშია და უმძიმეს მდგომარეობაში”

"კომაშია და უმძიმეს მდგომარეობაში"მსახიობ გიგა დონდუას ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც თავის უმძიმესი ტრავმა მიიღო და მეორე დღეა კომაშია.

ინფორმაციას მხატვარი და რეჟისორი მაია კიკაბიძე ავრცელებს:

“ადამიანი გამოვიდა მაღაზიიდან, ტროტუარზე გაჩერებული მანქანა დაძრა მძღოლმა და დაეჯახა, მძღოლი გაიქცა, შემდეგ დააკავეს.

ადამიანმა მიიღო თავის უმძიმესი ტრავმა, მეორე დღეა კომაშია და უმძიმესი მდგომარეობაში, ორი ოპერაცია ჩაუტარდა თავის არეში, მაგრამ შედეგი არ არის.

ღმერთმა გადაარჩინოს და მისცეს მას სიცოცხლე. გამოჯამრთელებას ვუსურვებ მსახიობ გიგა დონდუას.”