Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

იმოგზაურეთ ლელა შარაბიძის თოჯინების ჯადოსნური სამყაროში

2 ნოემბერი, 2017

იმოგზაურეთ ლელა შარაბიძის თოჯინების ჯადოსნური სამყაროშისოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ლელა შარაბიძე ახალი საქმიანობით არის გატაცებული – მან მეთოჯინეობა დაიწყო და 3 ნოემბერს ფართო საზოგადოების წინაშე თავის ნამუშევრებს არტ.გალერეაში (უზნაძის ქ.68) გამოფენს.

ლელა შარაბიძე, მსახიობი:

”თავდაპირველად გეტყვით, რომ მე ვარ მსახიობი და ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, ყველაზე ბედნიერად თავს სცენაზე ვგრძნობ, მაგრამ ცხოვრება მოულოდნელობებით არის აღსავსე, როდის რა სიურპრიზს შემოგთავაზებს არ იცი, მთავარია მზად იყო მის მისაღებად.

სწორედ ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც, როდესაც სოციალურ ქსელში სრულიად შემთხვევით განცხადებას მოვკარი თვალი, სადაც ქალბატონი ნანა ყაულაშვილი ხელნაკეთი თოჯინების დამზადების მსურველებს იწვევდა. ბავშვობაში თოჯინა ნამდვილად არ იყო ჩემი საყვარელი სათამაშო, ამიტომ დღესაც მიკვირს, რამ გადამაწყვეტინა, მაშინვე გადავრეკე და ჯგუფში ჩავეწერე.

იმოგზაურეთ ლელა შარაბიძის თოჯინების ჯადოსნური სამყაროში

პირველი გაკვეთილი ა/წ 20 იანვარს მქონდა! თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ დღეს მეორედ დავიბადე, საოცარ სამყაროში აღმოვჩნდი. ჯერ დამწყები მეთოჯინე ვარ და ყოველდღიურად ვცდილობ დავხვეწო ტექნიკა. საერთოდ თოჯინის დამზადება ძალიან სპეციფიურია და მაშტაბური, ერთდროულად ხელოვნების ბევრ დარგს მოიცავს: მოქანდაკეც გავხდი, მკერვიც, მეწაღეც, სტილისტიც….

იმოგზაურეთ ლელა შარაბიძის თოჯინების ჯადოსნური სამყაროში

ჩემი თოჯინები არ არის სათამაშო თოჯინები, არც მოძრავია, ამას სტატიური თოჯინები ჰქვია. მასალას რაც შეეხება, ვმუშაობ პოლიმერული თიხით. კარკასს სპილენძით ვამზადებ, გამოძერწვის შემდეგ ვაშრობ, ვამუშავებ და ვღებავ აკრილის საღებავით, შემდეგ შევმოსავ, თმებს გავუკეთებ, დასადგამზე დავამაგრებ და მზად არის!

იმოგზაურეთ ლელა შარაბიძის თოჯინების ჯადოსნური სამყაროში

საკმაოდ შრომატევადი და ძვირიანი სიამოვნებაა. ერთ თოჯინაზე დაახლოებით 1 თვე, 1,5 ვმუშაობ, თოჯინის სირთულიდან გამომინარე. ინსპირაციის წყარო ხშირად თვითონ თოჯინა ყოფილა, ისინი თვითონ გვკარნახობენ როგორი ტანისმოსი უნდათ, რა ფერის თმები…

იმოგზაურეთ ლელა შარაბიძის თოჯინების ჯადოსნური სამყაროში

ერთმა ჩემმა თოჯინამ არაფრით არ მოინდომა ტანზე დამაგრება, მხოლოდ ხელში გრძნობდა თავს კარგად, ასეც დავტოვე “ხელის გულზე” მის ტანზე კი სხვა თოჯინამ დაიწყო სიცოცხლე.

იმოგზაურეთ ლელა შარაბიძის თოჯინების ჯადოსნური სამყაროში

მყავს ჩემი ავტოპორტრეტიც, “ჩემი ბავშვობა”, მამა მყავს გამოძერწილი, “პაპუჩია”… ხშირად მეკითხებიან ხომ არ ყიდით? ეს თოჯინები იმდენად ძვირფასია ჩემთვის, რომ გავყიდო ამაზე ძვირფასს რას შევიძენ… ჩემთვის წარმოუდგენელია!”