25 ნოემბერი, 2017

“ერთხელაც, ხელებში როცა ჩამაკვდები…”

– შენ განტევების ვაცი იქნები. მე – შენი სამომავლო საფლავი! – ასე ეხმაურება პოეტი კატო ჯავახიშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს:

”მაგრამ შენ არ მოიწყინო ჩემო კარგო ქვეყანავ, ჩემო მრავალტანჯულო, ჩემო ტკივილიანო საქართველო, შენ მაინც ნუ მოიწყენ ჩემო შავთავსაფარწაკრულო, ცრემლი, ცრემლი არ დავინახო შენს თვალზე!

შენ უნდა იკისკისო ბოზი ქალივით, ტუჩებზე პომადა გადაისვა, აჟურული ჩულქი ჩაიცვა, სახეზე ნაიარევი უხარისხო ფერუმარილით დაიფარო, ორ ზღვას შუა გაწვე და იმღერო!

ოღონდ გულით, გულით უნდა იმღერო ჩემო მრავალჭირნახულგადატანილო და ერთხელაც, ხელებში როცა ჩამაკვდები, „საქართველოო, ლამაზო“ ერთად შემოვძახოთ;

შენ განტევების ვაცი იქნები.
მე – შენი სამომავლო საფლავი.”