ოქროს მედალი ქართული ფილმს მანჰეტენის კინოფესტივალზე

ოქროს მედალი ქართული ფილმს მანჰეტენის კინოფესტივალზემაჰეტენის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ქართული ფილმი “8 წუთი” გახდა.

ფილმმა ყოველწლიური კინოფესტივალის მთავარი პრიზი ოქროს მედალი მოიგო.

აპოკალიფსური შინაარსის ფილმის რეჟისორები გიორგი გოგიჩაიშვილი და დავით აბრამიშვილი არიან.

ფილმში მთავარ როლებს სლავა ნათენაძე, ანი ბებია და გიორგი შარვაშიძე ასრულებენ.

გიორგი გოგიჩაიშვილისა და დავით აბრამიშვილის ფილმმა გამარჯვება ერთი კვირის წინ ავსტრალიაში სიდნეის ინდი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზეც მოიპოვა, სადაც 7 ნომინაციაში იყო წარდგენილი.