IX საუკუნის ეკლესია უმძიმეს დღეშია

ახშანის გორიჯვრის ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაშია.

ტაძარი, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, IX საუკუნის მეორე ნახევარს განეკუთვნება.

ეკლესიის მდგომარეობის ამსახველ ფოტოებს კახა ხიმშიაშვილი ავრცელებს:

“ახშანის გორიჯვრის სამნავიანი ბაზილიკის სახურავი ასეთ დღეშია.

ამ ფოტოზე კარგად ჩანს როგორაა დაშორებული საბჯენი თაღი და კამარა – მათ შორის სიცარიელეა.”