Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ღვინობისთვეში დაიბადა და ამავე თვეში ცხოვრება უდროო დროს შეწყვეტილი ფილმივით დაასრულა”

13 ოქტომბერი, 2017

"ღვინობისთვეში დაიბადა და ამავე თვეში ცხოვრება უდროო დროს შეწყვეტილი ფილმივით დაასრულა"ასე ეხმაურება ხელოვნების სასახლე ქართველი მსახიობის ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას:

“ღვინობისთვეში დაიბადა და ამავე თვეში, ვიდრე 58-ის გახდებოდა, ცხოვრება უდროო დროს შეწყვეტილი ფილმივით დაასრულა…

ლიკა – ქალი რომელიც დიდს თუ პატარას, ქალს თუ კაცს აღაფრთოვანებდა, ნუსხავდა და სიყვარულით ავსებდა…

აიკინძა მისი ცხოვრების ფურცლები და გამოვიდა წიგნი ისეთივე ღრმა, უჩვეულო და განსხვავებული, როგორც მისი არაამქვეყნიური სილამაზე და განუზომელი ხიბლი იყო.

გთავაზობთ ხელოვნების სასახლის ფოტო ფონდში დაცულ ლიკა ქავჟარაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ ფოტოკადრებს.”

"ღვინობისთვეში დაიბადა და ამავე თვეში ცხოვრება უდროო დროს შეწყვეტილი ფილმივით დაასრულა"

"ღვინობისთვეში დაიბადა და ამავე თვეში ცხოვრება უდროო დროს შეწყვეტილი ფილმივით დაასრულა"