Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დაათვალიერეთ ლიკა ქავჟარაძის ნახატები

20 ოქტომბერი, 2017

დაათვალიერეთ ლიკა ქავჟარაძის ნახატებიარტ გალერეა ვაკეში მსახიობ ლიკა ქავჟარაძის ნახატების გამოფენა გაიხსნა. მსახიობის ნამუშევრებთან ერთად საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მხატვრის მიერ შესრულებული ლიკა ქავჟარაძის პორტრეტები.

ექსპოზიცია ჯერ კიდევ მსახიობის სიცოცხლეში რამდენიმე თვით ადრე დაიგეგმა, ამიტომ ულამაზესი ლიკას მოულოდნელმა გარდაცვალებამაც ვერ შეუშალა ხელი გამოფენის ჩატარებას.

“რე” პრეფიქსი – ასე უწოდა მსახიობმა თავის გამოფენას. სწორედ ასე ჰქვია მის ერთ-ერთ საყვარელ ნამუშევარს.

ლიკა ქავჟარაძე:

“რე” პრეფიქსი – რე ინკარნაცია ანუ ვისი ს(ხე)ული გსურს? სხეულში მოსული უცნობი სული), “სასაზღვრო ზოლი”, ქვეცნობიერი, კვლავ-გან-ხორციელება.

და კიდევ უამრავი სხვა განმარტებების მოყვანა შეიძლება აქ…

ბუდისტური ტრადიციით კი, რეინკარნაციის (“რე” პრეფიქსი) – საფუძველი, ეგრეთ წოდებული, კარმაა. რომელიც შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც ბედ-იღბალი, რომელიც დავიმსახურე. ამავე დროს, კარმა ხვედრია, რომელიც ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი და აღსრულებული. რომ ყოველმა ჩვენგანმა გარკვეული, წინასწარდასახული გზა უნდა გაიაროს და რაღაც მიზანს მიაღწიოს. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ხდება სულის მოსვლა მიწაზე. ქვეცნობიერის ან არაცნობიერის ცნებით ფსიქოლოგიაში, იმას, რაც მოძრაობს და სხეულებს იცვლის, “მე” ჰქვია. ეს არის ინდივიდი რომელიც რჩება, როდესაც სხეული კვდება. წარმავალი მიდის, სამუდამო კი რჩება და კვლავ ირჩევს სხეულს.

დაათვალიერეთ ლიკა ქავჟარაძის ნახატები

ხატვა 30 წლის ასაკში მომხდარი ტრაგედიის – დედის გარდაცვალების მერე დავიწყე, რომელსაც ქვეყანაში არსებული ომის და გაჭირვების მდგომარეობა დაემატა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, ამას რატომ და რისთვის ვაკეთებდი, მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო: ხატვა მამშვიდებდა და გზას მიჩვენებდა რაღაც ახლისკენ საკუთარ თავში ძიებისკენ.

დაათვალიერეთ ლიკა ქავჟარაძის ნახატები

ეხლა კი, ეს მოთხოვნილებაში გადამეზარდა და ვხატავ იმიტომ, რომ ტილოზე გადმოვცე ჩემი პოზიტივი, ჩემი ფერი და ხაზი ისე, რომ ეს არავისას არ ჰგავდეს, იყოს არაორდინარული და დროის შესაფერისი. უფრო მეტიც: ასევე დიდი სურვილი და მოლოდინი მაქვს იმისა, რომ ჩემი ნამუშევრები ნახოს და შეაფასოს მაყურებელმა, მხატვრებმა და პროფესიონალ ხელოვნებათმცოდნეებმაც.”

დაათვალიერეთ ლიკა ქავჟარაძის ნახატები

ლიკა ქავჟარაძეს მაყურებელი იცნობდა როგორც ულამაზეს და უნიჭიერეს მსახიობს და ბევრმა არ იცოდა, რომ იგი მუსიკოსი პროფესიონალი პიანისტი იყო და არც ის იცოდნენ, რომ ლიკა შესანიშნავად ხატავდა.

ლიკა ქავჟარაძის პერსონალური გამოფენა 26 ოქტომბერს, მსახიობის დაბადების დღეზე დაიხურება.

დაათვალიერეთ ლიკა ქავჟარაძის ნახატები