Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ჩახედეთ ყველამ თქვენს გულებს”

4 ოქტომბერი, 2017

"ჩახედეთ ყველამ თქვენს გულებს"მომღერალი ნინო ჩხეიძე თბილისობის დღესასწაულს და კონცერტებში მონაწილე მომღერლების თემას ეხმაურება:

“სანამ პრესაში გამოქვეყნდებოდა მომღერლების სია მორჩილად ველოდებოდი ზარს ჩემს მობილურზე მაგრამ ამაოდ. დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემს ქალაქს, ჩემს ხალხს და ჩემს თაყვანისმცემლებს, ადამიანებს, ვისაც მოწონს ჩემი ნამღერი სიმღერები, გაუხარდებოდათ ჩემი დანახვა თბილისობის კონცერტზე.

ამ პოსტსაც იმიტომ ვწერ, რომ უმტკივნეულოდ დავაფიქსირო ჩემი მოკრძალებული აზრი “მუდმივი არაფერია სამყაროში სიყვარულის გარდა”. ჩახედეთ ყველამ თქვენს გულებს, გადამოწმეთ თქვენი ფიქრი და ნაბიჯიც შესაბამისი გადადგით.

გულწრფელად ვულოცავ ჩემს ქალაქს წინასწარ თბილისობას და ყველა ჩემს კოლეგას ვუსურვებ წარმატებას როგორც საქმეში, ასევე პირად ცხოვრებაში. მუდამ თქვენი ნინო ჩხეიძე.”