ამ სიმღერით წარსდგება გრიგოლ ყიფშიძე საბავშვო ევროვიზიაზე

საქართველოს წარმომადგენელმა საბავშვო ევროვიზია 2017-ზე გრიგოლ ყიფშიძემ საკონკურსო სიმღერა ჩაწერა და მასზე ვიდეორგოლიც გადაიღო.

სიმღერას “გულის ხმა” ეწოდება და მისი ავტორი კომპოზიტორი გიგა კუხიანიძეა. სიმღერისთვის ტექსტი მომღერალმა თემო საჯაიამ დაწერა. ვიდეორგოლის გადაღებები კი პირველი არხის მთავარ პავილიონში გაიმართა.

ქართველი კონკურსანტების მიერ საბავშვო ევროვიზიის სამჯერ მოგების შემდეგ, კონკურსი წელს საქართველოში ჩატარდება.

საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსს 26 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს ევროპის 16 ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზრდა ვარსკვლავი ეწვევა.