მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 7 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნება.
ელისო ვირსალაძის მიერ დაარსებულ ფესტივალში მსოფლიოში აღიარებული ხელოვანები მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალის პირველივე დღეს კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის ახალი თაობის გამორჩეული პიანისტი ლუკაშ ვონდრაჩეკი დაუკრავს.
ლუკაში ბრიუსელის დედოფლის ელისაბედის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის 2016 წლის გრან პრის მფლობელია. იგი საქართველოში პირველად ჩამოვა და 7 ოქტომბერს თელავის ფესტივალის გახსნაზე დაუკრავს.
ლუკაშ ვონდრაჩეკის დებიუტი 15 წლის ასაკში შედგა 2002 წელს ჩეხეთის ფილარმონიის ორკესტრთან და ვლადიმერ აშკენაზისთან ერთად, რასაც 2003 წელს მოჰყვა დიდი ტურნე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
დედოფალი ელისაბედის ბრიუსელის 2016 წლის საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელი ლუკაშ ვონდრაჩეკი რეგულარულად მართავს კონცერტებს ისეთ დირიჟორებთან, როგორებიც არიან პაავო იარვი, ჯანანდრეა ნოსედა, მარინ ოლსოპი, კრისტოფ ეშენბახი, პიეტრი ინკინენი, ვასილი პეტრენკო, იაკუბ ჰრუშა, ანუ ტალი, ქსიან ჟანგი, კშიშტოფ ურბანსკი, სტაფან დენევი და ალექსანდრე ლაზარევი.
ლუკაშ ვონდრაჩეკის უახლოესი საკონცერტო განრიგი მოიცავს გამოსვლებს ისეთ დარბაზებში, როგორებიცაა ლონდონის უიგმორ ჰოლი, ნიუ-იორკის კარნეგი ჰოლი, ციურიხის ტონჰალე, ვენის კონცერტჰაუსი, ამსტერდამის კონცერტგებაუ, პორტოს მუსიკის სასახლე, ბრიუსელის Palais des Beaux Arts, პარიზის Cité de la Musique…
მსოფლიო მუსიკალურმა საზოგადოებამ უმაღლესი შეფასება მისცა ლუკაშ ვონდრაჩეკის შემოქმედებას:
ლუკაშ ვონდრაჩეკის კონცერტზე დასასწრები ბილეთები იყიდება ვებ-გვერდზე www.biletebi.ge თბილისის სახელმწიფო კინოსერვატორიის და თელავის თეატრის სალაროებში.