მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 10 ოქტომბერს 17 საათზე წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაგრძელდება.
კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი და მიღება გაიმართება.
მსმენელის წინაშე ცნობილი პიანისტი ბორის ბერეზოვსკი წარსდგება.