პოლონეთის “ნიჭიერში” ანსამბლი “დაისი” მონაწილეობს.
ქართული ცეკვით ანსამბლის წევრებმა ჟიურიც და დამსწრე საზოგადოებაც ისე აღაფრთოვანეს, რომ 3 კიც დაიმსახურეს და მაყურებლის მქუხარე ოვაციებიც.
ანსამბლ “დაისის” მოცეკვავეები უკვე პოლონური “ნიჭიერის” ნახევარფინალში არიან და პროექტში გამარჯვებისთვის ბრძოლას აგრძელებენ.