შიომღვიმის ულამაზეს მონასტერში, რომელსაც უამრავი ვიზიტორი სტუმრობს, მხედველობის არმქონეთათვის ტურისტული ცნობების ადაპტირება მოხდა.
ინფორმაცია ფოტოხელოვანმა გოგა ჩანადირმა გაავრცელა:
“რა კარგია, რომ შიომღვიმის მონასტერში მხედველობის არმქონეთათვის ტურისტული ცნობები ადაპტირებულია.
მათ ბრაილის შრიფტით შეუძლიათ მონასტრის ისტორიის გაცნობა.
ძალიან კარგი იქნება ასეთი დაფები ყველა ძეგლთან რომ განთავსდეს.”