მიმართავს თავის გულშემატკივრებს მომღერალი გრიგოლ ყიფშიძე, რომელიც წელს საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე წარადგენს:
“მეგობრებო, მე მჭირდება თქვენი დახმარება, რომ გავავრცელო ჩემი საკონკურსო სიმღერა #VoiceOfTheHeart. უფრო საინტერესო რომ გავხადოთ, მოდით გავაკეთოთ პატარა კონკურსი, რომელიც გაგრძელდება ორი კვირის განმავლობაში, 12 ნოემბრამდე!
წესები: თქვენ უნდა გადაიღოთ ფოტო ან ვიდეო, რომელიც დაკავშირებული იქნება ჩემს საკონკურსო სიმღერასთან და გამოაქვეყნოთ Facebook-ზე ან Instagram-ზე საჯაროდ – მონიშნეთ ჩემი ოფიციალური გვერდი, მიუთითეთ ჩემი სიმღერის ბმული და ჰაშთაგით #VoiceOfTheHeart.
შემდგომ ავირჩევ სამ გამარჯვებულს, რომლებიც მიიღებენ ჩემს CD დისკს ავტოგრაფით, პერსონალურ ვიდეო მესიჯს და 10 წუთიან გასაუბრებას Skype-ში.”