12 ოქტომბერს 19 საათზე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი თელავში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.
იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდება.
კონცერტს პროფესორი რევაზ თავაძე გაუძღვება და მასში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები.