რეჟისორ ელდარ შენგელაიას ილია ჭავჭავაძეზე ფილმის გადაღება აქვს გადაწყვეტილი.
84 წლის რეჟისორი პოეტის, მწერლისა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერზე მხატვრულ ფილმზე იმუშავებს.
ფილმისთვის სცენარის დაწერა რეჟისორმა თამაზ ტყემალაძეს სთხოვა:
“ბატონი ელდარ შენგელაია აპირებს ილია ჭავჭავაძეზე მხატვრული ფილმის გადაღებას… სურს, რომ სცენარი დავწერო… დამლოცეთ, განვიცდი ფრიად.”