Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ეკა კვალიაშვილის მდგომარეობა მძიმეა…

30 ოქტომბერი, 2017

ეკა კვალიაშვილის მდგომარეობა მძიმეა...საჯაროდ აცხადებს მამა პეტრე (კვარაცხელია) და მომღერალს ყველაზე ნამდვილ, ხარისხიან და ეპოქალურ ვარსკვლავს უწოდებს:

“ეს მშვენიერი ქალბატონი ეკა კვალიაშვილია… ალბათ, ერთსულოვანი ვართ იმაში, რომ გამორჩეული და უნიჭიერესი შემოქმედია…

არავის ვაკნინებ, უბრალოდ, ეკა ნამდვილი, ხარიისხიანი, ეპოქალური, ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია…
ამაყი ვარ, რომ ჩვენ რეალობაში იშვა, მაგრამ ნერვებიც მეშლება, რადგან ჩვენ სინამდვილეშია და ვერ ვუფრთხილდებით… უმძიმეს დაავადებასთან ერთად, მისი ყოფითი მდგომარეობაც არანაკლებ მძიმეა…

ის რომ ევროპაში, ან შტატებში მოღვაწეობდეს, ყველას ემახსოვრებოდა… რისი ბრალია?! იქნებ იმის, რომ გემოვნების დეფიციტს განვიცდით… ან იქნებ ეკას ბრალიც არის, უფრო მძაფრად რომ არ გვახსენებს თავს. თუმცა, ნამდვილი ნიჭიერება არ ყვირის, მას შემჩნევა უნდა. ჩვენ კი ვერ ვამჩნევთ, ვერ ვხედავთ, ვერ ვგრძნობთ…

მრცხვენია, ძალიან მრცხვენია, რომ ასე ხდება…

თუ ხელისუფლება უძლურია, ჩვენ გავძლიერდეთ, მივცეთ მოტივაცია, ამ საოცარ მომღერალს, რომ დადგეს სცენაზე და დაგვიბრუნოს მივიწყებული ხარისხი…

სიკვდილამდე უნდა დაფასდეს ხელოვანი… სიკვდილის მერე ნუგეში, მიცვალებულზე გვირგვინივით იქნება…

დღეს მომინდა შევხმიანებოდი და აღმოჩნდა, რომ მობილურიც არ ჰქონია…

უცხოელების ჩამოსაყვანად ათასობით, მილიონობით ლარი იხარჯება. არ ვამბობ, რომ ცუდია ასეთი ფაქტები. ოღონდ ჯერ ჩვენი დავაფასოთ… როგორც მინიმუმ, მშიერი მაინც არ მოვკლათ…

ეჰ, ჩემო ეკა, ჯერ კიდევ როდის იმღერე, ,,ღარიბი და მოწყენილი, ვის რათ უნდა”?!
მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენ გვინდა, გვჭირდება და გვიყვარს, ეკა…”