დეკანოზი ილია ჭიღლაძე ეტაპობრივად აქვეყნებს იმ ძეგლების ფოტოებს, რომლებიც მძიმე მდგომარეობაშია და მათ შესახებ ინფორმაციასაც ავრცელებს.
ამჯერად მამა ილიამ კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე ცნობილი სალოცავის თავკავთის წმინდა გიორგის ტაძრის ფოტო გაავრცელა:
“თავკავთის წმიდა გიორგის ტაძარი, კასპის მუნიციპალიტეტი. ცნობილი სალოცავი, სამწუხაროდ, მძიმე დღეშია. ფოტო ბესო ჩიქვინიძისა.”