სტეფანწმინდა მსოფლიოში საუკეთესო დასახლებების ჩამონათვალშია

საქართველოს ულამაზესი ბუნება და უძველესი კულტურული მემკვიდრეობა კიდევ ერთხელ მოხვდა უცხოური გამოცემების ყურადღების ცენტრში.

უცხოური გამოცემის thrillist.com-ის ინფორმაციით, დაბა სტეფანწმინდა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი დასახლებების ჩამონათვალში მოხვდა.

გამოცემის მიერ მომზადებულ სტატიაში დასახელებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ყველაზე ლამაზი, მყუდრო და მშვენიერი დასახლებები.

საქართველოსთან და სტეფანწმინდასთან ერთად საუკეთესოთა შორის მოხვდნენ ტაილანდის, ჩეხეთის, მაროკოს, იტალიის, ესპანეთის, მექსიკის, იაპონიის, ახალი ზელანდიის, ბრაზილიის, პორტუგალიის, ავსტრიის, გერმანიის, რუსეთის, საფრანგეთის, ავსტრალიის ულამაზესი დასახლებები.