კომპოზიტორი არჩილ გიორგობიანი ინტერნეტში გამოჩენილ ვიდეორგოლს აკრიტიკებს, რომელიც შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით დამზადდა.
“გაიცანი საქართველო” – მოგზაურობა ვეფხისტყაოსნის ეპოქაში – ასე ეწოდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დამზადებულ 2 წუთიან ვიდეორგოლს, რომელშიც შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის გმირები რაბათის ციხეში არიან გაცოცხლებული.
არჩილ გიორგობიანი:
“ეგრე ზედაპირულად და ბანალურად უდგებოდე და იაზრებდე მსოფლიო მნიშვნელობის ტექსტს, მითუმეტეს, როცა ეს ძეგლი შენი ქვეყნის უხეშად რომ ვთქვათ კუთვნილებაა, კრეტინიზმის მაჩვენებელია.”