Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება”

9 სექტემბერი, 2017

"ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება"აცხადებს საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე. მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა ბანმა სანკტ-პეტერბურგის მიხაილოვსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ, გადაწყვიტა საოპერო მუსიკის ერთგულ მსმენელთან აქტიური ურთიერთობა ჰქონდეს.

პაატა ბურჭულაძე ინსტაგრამზე დარეგისტრირდა და მსმენელს სპეციალური განცხადებით მიმართა:

“მოხარული ვარ მივესალმო საოპერო მუსიკის მოყვარულებს ჩემს ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე. ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. ივლისში მიხაილოვსკის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დავიკავე და აქ გაგიზიარებთ თეატრის ცხოვრების ყველაზე საინტერესო მომენტებს. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია თქვენი მოსაზრებები, ამიტომ ყოველთვის გამიხარდება თქვენი კომენტარები და თქვენსი მიერ დასმული კითხვები სხვადასხვა თემაზე.”