Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ბათუმში კლასიკური მუსიკის დღესასწაული იწყება

1 სექტემბერი, 2017

ბათუმში კლასიკური მუსიკის დღესასწაული იწყება2017 წლის 2-8 სექტემბერს, საოცნებო ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, წელს მეხუთედ ტარდება კლასიკური მუსიკის საერთაშორისო საიუბილეო ფესტივალი Batumi MusicFest.

ელისო ბოლქვაძის მიერ დაარსებული ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრია და იუნესკოს მაღალი პატრონაჟით გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი დონის მუსიკოსები და ახალგაზრდა ტალანტები: ელისო ბოლქვაძე, ლისტის ორკესტრი, პეტრო დე მარია, დავით მუქერია, მიშელ სონი, ალექსანდრა მასალევა, ქართული ხმები, ანა ყიფიანი, მურმან ჯინორია, ნატანაელ გუანი, ალექსანდრე ჩაუშიანი, დავით ალადაშვილი და ბათუმის სიმფონიური ორკესტრი.

ელისო ბოლქვაძე, ბათუმის მუსიკალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი:

“2017 წლის 2-8 სექტემბერს, საოცნებო ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, წელს მეხუთედ ტარდება კლასიკური მუსიკის საერთაშორისო საიუბილეო ფესტივალი Batumi MusicFest.

მოხარული ვარ, რომ ფესტივალი წელს გაიმართება “იუნესკოს” მაღალი პატრონაჟით.

ფესტივალი წარმოადგენს საქართველოს კულტურის სამინისტროს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთობლივ პროექტს.

მსურს ასევე მადლობა გადავუხადო საერთაშორისო მისიებს და საელჩოებს საქართველოში, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ფესტივალთან.

ფესტივალზე მოწვეულნი არიან უმაღლესი დონის მუსიკოსები და ახალგაზრდა ტალანტები.
როგორც იუნესკოს მშვიდობის არტისტს, მჯერა რომ მუსიკის ენით შესაძლებელია სხვადასხვა კულტურის მქონე ადამიანების გაერთიანება მშვიდობის იდეის ირგვლივ, რაც მნიშვნელოვანია დღევანდელი მსოფლიოსთვის.

ბათუმის მუსიკალური ცენტრის საკონცერტო დარბაზი მუსიკის მოყვარულებს შეუქმნის დაუვიწყარ გარემოს.

გელით ბათუმში!”