Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ახლა ოფიციალურად შემიძლია კარგი ამბები გაგიზიაროთ”

2 სექტემბერი, 2017

"ახლა ოფიციალურად შემიძლია კარგი ამბები გაგიზიაროთ”ბრიტანულმა როკ ჯგუფმა „Kiss The Gun“ ქართველი მომღერალი ნადი ზახარიანი ვოკალისტად აიყვანა.

ნადი ზახარიანი პირველად “ნიჭიერში” გამოჩნდა, მოგვიანებით კი “ახალ ქართულ ხმაში” მიიღო მონაწილეობა.

როგორც მომღერალი აცხადებს, ჯგუფს ალბომზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს და მისი მოსმენა სულ მალე იქნება შესაძლებელი:

“ახლა ოფიციალურად შემიძლია, კარგი ამბები გაგიზიაროთ. ძალიან ბევრ კანდიდატს შორის ჩემი ხმა გახდა რჩეული ბრიტანული როკბენდის ვოკალისტად!

მოვაწერეთ ხელი ლეიბლთან და ჩავწერეთ ალბომი, სხვათა შორის, მეც ვიყავი ჩართული სიმღერების დაწერაში, რითაც დავიმსახურე მეტი მოწონება და მხარდაჭერა ბენდის წევრებისგან. დისკი გამოვა ძალიან მალე, ასევე იგეგმება კონცერტები ლონდონში, შემდეგ ტურები ევროპაში!!!

დიდი მადლობა ყველას, ვისაც ჩემი სჯეროდა და მამხნევებდა.”

"ახლა ოფიციალურად შემიძლია კარგი ამბები გაგიზიაროთ”