“ვუყურებ პირდაპირ ეთერს და ცრემლებს ვერ ვიჩერებ”

– 40 მილიონ ლარად ვერტმფრენები და ტექნიკა გეყიდათ! – ასე მიმართავს ახალგაზრდა მომღერალი Sophie Villy – სოფი ვილი ხელისუფლებას და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ კვლევას აქვეყნებს სახელწოდებით – „CHECK IN GEORGIA” 2016 – პროექტის უცნობი დეტალები“. კვლევაში საუბარია მილიონობით ლარზე, რომელიც ამ პროექტის განხორციელებისთვის გამოიყო:

“3 ვერტმფრენი როგორ ჩააქრობს 8 ჰექტარს? 500 მეხანძრე საერთოდ უფუნქციოა ამ შემთხვევაში. გეყიდათ 100 ვერტმფრენი ამ თანხით, გამოგეჩინათ მზრუნველობა და სიფრთხილე! სანამ 1 ჰექტარზე იყო ხანძარი, მიგეხედათ!

ვუყურებ პირდაპირ ეთერს და ცრემლებს ვერ ვიჩერებ. და კიდევ, ტელევიზიები, რომლებიც ამ მომენტში სერიალებს აჩვენებენ, დასახურია!”