28 აგვისტო, 2017

ქართველმა მომღერალმა საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა

ქართველმა მომღერალმა ხვიჩა კვარაცხელიამ ასტანაში გამართულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე EXPO 2017 ASTANA გაიმარჯვა.

ხვიჩა ფართო საზოგადოებამ მუსიკალური პროექტებიდან გაიცნო. იგი შოუებში “ახალი ხმა” და ”იქს ფაქტორი” მონაწილეობდა.

მომღერალმა ასტანაში საქართველო წარადგინა, სადაც ქეთა თოფურიას სიმღერა “გული გეფერებოდა” იმღერა. სიმღერა ქეთას გიგა კვენეტაძემ დაუწერა.

ხვიჩასეული ვერსია ფესტივალზე საუკეთესოდ მიიჩნიეს და საქართველოს წარმომადგენელი პრიზით და დიპლომით დააჯილდოვეს.