Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მოაზროვნეები დავით ჭოჭუას ოჯახისთვის

29 აგვისტო, 2017

მოაზროვნეები დავით ჭოჭუას ოჯახისთვისინტელექტუალური თამაშების კლუბში “რა? სად? როდის?” ახალი სეზონი ტრადიციული ტურნირით – მოაზროვნე დავით ჭოჭუას მემორიალით გაიხსნება.

ინფორმაციას ამის შესახებ გიორგი მოსიძე ავრცელებს:

“კლუბში რა? სად? როდის? 2017/18 წლების სეზონი გაიხსნება ტრადიციული ტურნირით: ჩვენი მეგობრისა და უძლიერესი მოაზროვნის დავით ჭოჭუას მემორიალით.

კითხვების რაოდენობა: 36
კითხვების ავტორი/რედაქტორი/წამყვანი: ლევან ჩხეიძე
შესატანი გუნდიდან – 42 ლარი

ტურნირის მთელი შემოსავალი გადაეცემა დავით ჭოჭუას ოჯახს.
რეგისტრაციის დედლაინი: 11 სექტემბერი

იჩქარეთ! გუნდების რაოდენობა შეზღუდულია. 40-ზე მეტი გუნდის დარეგისტრირების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებათ სუპერლიგის გუნდებს, ხოლო შემდეგ უფრო ადრე დარეგისტრირებულ გუნდებს.”

მოაზროვნე დავით ჭოჭუა 2 წლის წინ 33 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.