30 აგვისტო, 2017

“ღამის სერენადების” დასკვნითი კონცერტი თბილისში გაიმართება

31 აგვისტოს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები” დასკვნით გალა-კონცერტს თბილისში გამართავს.

რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში შეკრებილი კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის აჟღერდება ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ღამის პატარა სერენადა KV 525, ოტორინო რესპიგის უძველესი ცეკვები და ედვარდ გრიგის ორი ელეგიური პიესა.

ორკესტრს “მსოფლიო ვირტუოზები” გერმანელი დირიჟორი იუსტუს ფრანცი უდირიჟორებს.