Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“გადაარჩინეთ ფილმი!”

11 აგვისტო, 2017

"გადაარჩინეთ ფილმი!"მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ქეთევან კიკნაძე რეჟისორ ლევან ხოტივარის ფილმის “ტარიელ გოლუას” გადარჩენას ითხოვს:

“გადაარჩინეთ ფილმი!

დიდი ხნის მერე, ქართულ არხზე გადიოდა “ტარიელ გოლუა” (ლეო ქიაჩელის) თავიდან ბოლომე ვუყურე, ვინაიდან აღარ მახსოვდა (რეჟისორი ლევან ხოტივარი, კომპოზიტორი შოთა მილორავა)…

რა მსახიობები თამაშობენ, ყველა კინოვარსკვლავის თავმოყრაა, ეს საოცარია, ეს ნამდვილად კინო-ისტორიაა, გამოგიტყდებით, ფილმიც მომეწონა.

ფილმში მონაწილეობდნენ აკაკი ვასაძე, ალექსანდრე ომიაძე, ვახტანგ ნინუა, დოდო აბაშიძე, ზურაბ ქაფიანიძე, თამარ ციციშვილი, დუდუხანა წეროძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ემანუელ აფხაიძე, ვანიჩკა საყვარელიძე, თქვენი მონა-მორჩილი.

ფილმი ძველდება და ფირი იბურება. არის იმის საშუალება, რომ აღადგინონ? წარსული მაინც დავიტოვოთ. ვინ იქნება ამაზე მზრუნველი ნეტავ?

ნამდვილი ლიტერატურაა, ჩვენ კი რაღაცეებს ვიგონებთ. მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მსახიობებთან მომიწია შეხვედრა და მუშაობა, რამაც ჩემი სულიერი სამყარო გაამდიდრა და ჩემს შემოქმედებაში დიდი კვალი დატოვა.”