დათუნიკა სხირტლაძის აქამდე უცნობი ნიჭი

მომღერალი და მოცეკვავე დათუნიკა სხირტლაძე ფართო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, თუმცა ქეთი ბერაძე ხელოვანის აქამდე უცნობი ნიჭის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას:

“დათუნიკა” პოეტის ამპლუაში…

– პოეზია ნიჭია, რომელიც ეძლევათ მხოლოდ ღვთის რჩეულებს – პოეტებს. ჩემთვის დიდი პატივია ამჯერად დავით სხირტლაძის, როგორც პოეტის წარდგენა.

პოეტობა მადლია, მაგრამ დიდი ტვირთიც არის, ხშირად გამიგია მისგან ეს სიტყვები… განსაკუთრებული მოკრძალებით კითხულობდა თავის ლექსს, არასოდეს არ ამბობდა, თუ ვინ იყო ავტორი…

მისმა მეუღლემ მოგვცა საშუალება, საზოგადოებისათვის პირველად წარგვედგინა დათოს ლექსები.

ახლა როგორც – პოეტის ჩანაწერები რვეულიდან – (ხარისხზე ბოდიში) ძალიან მალე კი წიგნად გამოიცემა “შვილს უპირველესად სჭირდები რაჭას”.