ანიტა რაჭველიშვილის კიდევ ერთი წარმატება

ანიტა რაჭველიშვილის კიდევ ერთი წარმატებაქართული საზოგადოება უკვე მიეჩვია, რომ საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი თავისი წარმატებებით ანებივრებს.

ამჯერად ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Figaro ანიტას ორანჟის საზაფხულო საოპერო ფესტივალზე გამოსვლას საფრანგეთში მომხდარ მზის დაბნელებას უწოდებს:

“მზის დაბნელება” რაჭველიშვილი “აიდას” ანათებს – ასეთი სათაური აქვს გამოქვეყნებულ შეფასებას.

სტატიაში კი წერია: “თაკარა მზე და მშრალი ამინდი – აიდას პრემიერის დღეს კლიმატი სრულებით არ იყო მომღერლებისთვის ხელსაყრელი. თუმცა, ამ პირობებმა ქართველი მეცო-სოპრანო ვერ შეაჩერა. მისი მათრობელი, ამაღელვებელი სიმღერა, ტემბრი და ამნერისის პერსონაჟის მისეული ხორცშესხმა – სულით ხორცამდე ეჭვიანობით მოცული, მისი მეტოქე აიდასადმი სიძულვილსა და რადამესისამდი გადამეტებულ სიყვარულს შორის გახლეჩილი ფარაონის შვილი, იმსახურებს მატეანეში შესვლას.”