3 აგვისტო, 2017

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ცნობილი უცხოური გამოცემის ფოკუსში

ცნობილი უცხოური გამოცემა Cineuropa ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ანა ურუშაძის სადებიუტო კინონამუშევრით დაინტერესდა.

„საშიში დედა“ – ასე ეწოდება ფილმს, რომლის მსოფლიო პრემიერაც ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე დაიგეგმა. გამოცემა რეჟისორის ნამუშევარს ვრცელ სტატიას უძღვნის.

ანა ურუშაძის მთავარი სათქმელი თავის ფილმში საზოგადოებაში ქალის როლია. წერილის ავტორს მიაჩნია, რომ რეჟისორს ინდივიდუალური ხედვა და დიდი მომავალი აქვს. “საშიში დედა” კი მისი საკმაოდ გაბედული ნამუშევარია.

ანა ურუშაძის ფილმში მთავარ როლებს ნატო მურვანიძე და დიმიტრი ტატიშვილი ასრულებენ.

“საშიში დედა” ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს. ფილმის პრემიერას ანა ურუშაძე თავადაც დაესწრება. ის ცნობილი ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის შვილია.