აღმოჩენა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში

აღმოჩენა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმშისაქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სხვენში რესტავრაციისას აღმოჩენა გაკეთდა.

ინფორმაციას ამის შესახებ გიორგი ჩუბინიძე ავრცელებს:

“დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სხვენში რესტავრაციისას აღმოჩნდა შემდეგი ნივთები: დიმიტრი ყიფიანისეული წერილები, საბუთები, XIX საუკუნის რუსული პრესის ნაწილი, ლანგარი პარიზიდან დიმიტრი ყიფიანის ინიციალებით, პატარა ფაჩუჩი და ა.შ.

სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ამ ექსპონატების ადგილსამყოფელი იმ ,,საზოგადო მოღვაწეების” წყალობით არ ვიცოდით, ვინც ისინი სხვენში ათწლეულების წინ დაყარა და მიწის ფენის ქვეშ მოექცა.

იმდროინდელმა მწერალთა კავშირმა შენობა მთლიანად დაამახინჯა, რა ნივთი სად გაქრა კიდევ კაცმა არ იცის და უნიკალური ბუხრებიც და შენობის ავთენტური დეტალებიც გაილესა და დაიფარა.

ზოგჯერ კულტურის მოღვაწენიც ანადგურებენ კულტურას და ეს მუზეუმი ამის მოწმეა.”

 

აღმოჩენა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში

აღმოჩენა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში