29 აგვისტო, 2017

”აღმაშფოთებელია რაც ხდება!”

რეჟისორი ზაზა ორაშვილი ბორჯომის პარკის შესასვლელთან არსებულ ვითარებას აღმაშფოთებელს უწოდებს და შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს იზრუნონ საკურორტო ზონის კეთილმოწყობაზე:

“ბორჯომში მქონდა გადაღება – ხანძარზე არ ვწერ. აღმაშფოთებელია, რაც პარკის შესასვლელთან ხდება!

მოგვეხსენება, ეს ყველაზე ხალხმრავალი და ტურისტებით დახუნძლული ადგილია და ნამდვილად სამარცხვინოა, რომ ეს ტერიტორია ბაზრობად და უგემოვნო დახლების ხროვად არის გადაქცეული.

თუ მოსახლეებს კულტურა და ნამუსი არ ჰყოფნით, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა იზრუნონ საკურორტო ზონა რომ სათანადოდ გამოიყურებოდეს! ფინანსური სახსრები არაა ამისთვის საჭირო, მხოლოდ ნება.

ნეგატიური შთაბეჭდილების ბოლო წვეთი ეკატერინეს წყაროზე მომუშავე ქალის მიერ მოწოდებული პლასტმასის ერთჯერადი ჭიქა იყო, მრავალჯერ ნახმარი, ხელიდან ხელში გადასული ჭუჭყიანი ერთჯერადი ჭიქა!”