19 ივლისი, 2017

ვანო ჯავახიშვილი დაკითხვაზე დაიბარეს

იუმორისტი ვანო ჯავახიშვილი დაკითხვაზე დაიბარეს.

მას შემდეგ, რაც პარლამენტარმა ემზარ კვიციანმა იუმორისტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა, ნიკა გვარამიამ სახელმწიფოსგან რეაგირება მოითხოვა. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტომ მოკვლევა დაიწყო.

ვანო ჯავახიშვილმა პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე შესვლამდე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ემზარ კვიციანის განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტზე „ვანოს შოუში“ გაჟღერებულ ხუმრობებს უკავშირდება. ვანო ჯავახიშვილის თქმით, „რუსთავი 2″-ის მხრიდან მოთხოვნას სამართალდამცავების დროული რეაგირება მოჰყვა. იუმორისტი იმედოვნებს, რომ საქმის შესწავლა ობიექტურად მოხდება.