Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

საჩუქარი რაიმონდ პაულსს საქართველოს პრეზიდენტისგან

საჩუქარი რაიმონდ პაულსს საქართველოს პრეზიდენტისგანცნობილმა ლატვიელმა კომპოზიტორმა რაიმონდ პაულსმა საქართველოს პრეზიდენტისგან გიორგი მარგველაშვილისგან საჩუქარი მიიღო.

ლატვიაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ჯანჯალიამ შეხვედრა გამართა ცნობილ ლატვიელ კომპოზიტორთან და პიანისტთან და გააცნო საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განკარგულება, რომელიც რაიმონდ პაულსისთვის ღირსების ორდენის მინიჭებას ითვალისწინებს.

შეხვედრას ესწრებოდა ლატვიის სახელმწიფო ორგანიზაცია „ლატვიას კონცერტი“-ს დირექტორი გუნტის კირსიც. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა რაიმონდ პაულსისთვის საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისა და ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლების მხარდაჭერისათვის, მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების გადაცემა. შეხვედრისას, საქართველოს ელჩმა საზეიმო ვითარებაში გადასცა ლატვიელ მუსიკოსს შესაბამისი განკარგულება.

რაიმონდ პაულსმა გამოთქვა მზადყოფნა ბიგ ბენდთან ერთად ეწვიოს საქართველოს 12-17 სექტემბრის პერიოდში, რომლის დროსაც თბილისში გაიმართება მისთვის საქართველოს პრეზიდენტის ღირსების ორდენის გადაცემის ცერემონია, ხოლო შემდგომ კომპოზიტორი ბათუმს ეწვევა, სადაც განახლებულ საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავს.

მაესტროს სურვილია კონცერტში მონაწილეობა მისმა ქართველმა მეგობრებმაც მიიღონ.

საჩუქარი რაიმონდ პაულსს საქართველოს პრეზიდენტისგან