რეზო გიგინეიშვილის “მძევლები” საფრანგეთში

რეზო გიგინეიშვილის "მძევლები" საფრანგეთშირეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ერთ-ერთი ბოლო ფილმი “მძევლები” საფრანგეთის კინოთეატრებში იქნება ნაჩვენები.

3 აგვისტოდან კინოს მოყვარულები ფილმის ნახვას დიდ ეკრანებზე შეძლებენ. მონმარტზე რეზო გიგინეიშვილის ნამუშევრის აფიშები უკვე განთავსებულია.

“მძევლები” 1983 წლის ნოემბერში მომხდარ რეალურ ამბავზეა დაფუძნებული, რომელსაც საზოგადოება თვითმფრინავის ბიჭების ისტორიის სახელით იცნობს. სცენარზე რეჟისორთან ერთად მწერალმა ლაშა ბუღაძემ იმუშავა, მუსიკა ფილმისთვის გია ყანჩელმა დაწერა. ფილმში მონაწილეობენ ირაკლი კვირიკაძე, თინა დალაქიშვილი, მერაბ ნინიძე, დარეჯან ხარშილაძე, გიორგი ხურცილავა, ვახტანგ ჩაჩანიძე…

“მძევლების” მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.