10 ივლისი, 2017

ქართველი მოდელი Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე

21 წლის ქართველმა მოდელმა თათია ახალაიამ Dolce & Gabbana-ს Alta Moda ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. ჩვენება იტალიის ქალაქ პალერმოში გაიმართა.

ღონისძიებას 400 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ მსოფლიო ვარსკვლავები მადონა, ბრედ პიტი, ჯორჯ კლუნი, რობერტ დე ნირო…

თათია “IC Model Management”-ის მოდელია. ის 2 წლის წინ საერთაშორისო სამოდელო კონკურსის Elite Model Look Georgia გამარჯვებული გახდა და წარმატებული კარიერაც აქედან დაიწყო.