პირველი ქართველი მხატვარი, რომელიც მსოფლიოში განთქმულ კოლექციაში მოხვდა

პირველი ქართველი მხატვარი, რომელიც მსოფლიოში განთქმულ კოლექციაში მოხვდაახალგაზრდა ქართველი მხატვარი ანნა ეძგვერაძე (Anna K.E.) პირველი ქართველი მხატვარია, რომელიც მსოფლიოში განთქმულ კოლექციაში მოხვდა.

ანნა წლებია უცხოეთშია. მისი ნამუშევრები სახვითი ხელოვნების მოყვარულთათვის კარგად არის ცნობილი და უცხოეთში საკმაოდ ხშირად იფინება.

ინფორმაციას მისი მამა, ასევე მხატვარი გია ეძგვერაძე ავრცელებს:

“ანნა-ს (Anna K.E.) VR (ვირტუალური რეალობა) ნამუშევარი ანიტა ზაბლუდოვიჩმა შეიძინა – ცნობილმა ლონდონელმა კოლექციონერმა. აი ასეთია მომავალი – რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემი შვილი VR-ზე იმუშავებდა…

პირველი ქართველი მხატვარია, ვინც VR-ის ნამუშევრით მსოფლიოში განთქმულ კოლექციაში მოხვდა…

იყურეთ წინ და წინ აყურებინეთ თქვენს შვილებს. შეაქციეთ ზურგი: ვასაძეებს, კორკოტებს, სიხარულიძეებს და ყველაფერს, რაც სუფრას და ტყლაპს ვერ სცილდება! მოიგეთ მომავალი თქვენი შვილებისთვის…”