25 ივლისი, 2017

ნინო სუხიშვილის ახალი წოდება

ქართული ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილები” ხელმძღვანელს ნინო სუხიშვილს ახალი წოდება ექნება.

ნინო სუხიშვილი გაეროს კეთილი ნების ელჩი იქნება- ეს ინფორმაცია საზოგადოებას მისმა ძმამ ილიკო სუხიშვილმა გააცნო.

განცხადება ილიკომ ფესტივალ “არტ გენზე” გააკეთა. ფესტივალი წელს სწორედ სუხიშვილების კონცერტით დაიხურა.

ნინო სუხიშვილი არ არის პირველი ქართველი, ვინც ამ საპატიო წოდების მატარებელი იქნება. გაეროს კეთილი ნების ელჩის წოდება მინიჭებული აქვს ქართველ პრიმა ბალერინას ნინო ანანიაშვილს.

გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩები კი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი არიან.