10 ივლისი, 2017

ილია ჭავჭავაძის 180-ე საიუბილეო წელი რაჭაში აღინიშნება

ილია ჭავჭავაძის 180-ე საიუბილეო წლის აღნიშვნა საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ ინიციატივითა და ორგანიზებით ხორციელდება. წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც ილიას იუბილეს აღნიშვნა რეგიონების მასშტაბით ხორციელდება.

ამჯერად, საიუბილეო ღონისძიებების რუქას რაჭის მხარესაც დაფარავს. ხვალ, 11 ივლისს ცაგერის მუნიციპალიტეტში შედგება ილია ჭავჭავაძის საიუბილეო პროექტის – „ილია ჭავჭავაძე 180 – უკვდავების ფენომენი“ – რიგით მე-15 ღონისძიება.

ღონისძიების ფორმატში მოწყობა ილია ჭავჭავძის თემაზე სკულპტურის, ფერწერისა და ხატწერის ნიმუშების დროებითი ექსპოზიცია და ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გიორგი სავანელის ისტორიულ-კონცეპტუალური დრამის მიხედვით დადგმული სპექტაკლის „საუკუნის მკვლელობა“ წარმოდგენა. იგი უკანასკნელი 35 წლის მანძილზე, ილიას შესახებ პირველი მხატვრული ნაწარმოებია, სადაც ილია ჭავჭავაძის ფიგურა პოლიტკონიუნქტურის გარეშეა წარმოჩენილი და მის შესახებ მრავალ უცნობ დეტალს მოიცავს.

აღნიშნული ღონისძიება ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის პირველი ეტაპი 3 აპრილს დაიწყო და ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. მეორე ეტაპის აქტივობები კი უკვე სექტემბრის დასაწყისიდან იგეგმება.