5 ივლისი, 2017

გევორქ პეტროსიანი გარდაიცვალა

სახალხო პროექტის “ნიჭიერი” მონაწილე გევორქ პეტროსიანი გარდაიცვალა.

ის ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც “ნიჭიერში” მივიდა, ტაქსის მძღოლად გაეცნო ჟიურის და საზოგადოებას, საოპერო არია უნაკლოდ შეასრულა და ფინალისტიც გახდა.

ინფორმაცია გევორქ პეტროსიანის გარდაცვალების შესახებ მისმა მეგობრებმა გაავრცელეს. საოპერო მომღერალმა ღვიძლზე ოპერაცია გაიკეთა და ვერ გადაიტანა.