Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ეს კატასტროფაა!”

"ეს კატასტროფაა!"მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე აღმაშენებლის გამზირზე მომრავლებული თურქული ბარებისა და რესტორნების თემას ეხმაურება და 14 ივლისს დაგეგმილ საპროტესტო მარშში მონაწილეებს თხოვნით მიმართავს.

თამრიკო ჭოხონელიძე:

“და მაინც, გადასარჩენად სხვა გზა უნდა ვეძებოთ!!!! მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ მტკივა… მინდა ჩემი ტკივილი გითხრათ… აღმაშენებლის (პლეხანოვის) 114….. ახალშეუღლებულმა ახალგაზრდა წყვილმა – ჩემმა ბებიამ და ბაბუამ – დავით და სოფიო ჭოხონელიძეებმა აქ დაიდეს ბინა, აქ დაიბადა მამაჩემი, აქ დავიბადეთ და გავიზარდეთ მე და ჩემი დები… ამავე უბანში, კარგარეთელის 3ა-ში გაიზარდა დედაჩემის მამა – ჩემი ბაბუა – ვალიკო კალანდაძე (რომელსაც არც შემდგომ უღალატია პლეხანოვისათვის – ის სუხიშვილების სოლისტი იყო და ანსამბლს ცნობილ ,,გოფილექტის” ბაღში ჰქონდათ სარეპეტიციო დარბაზი… შემდგომაც, ფილარმონიის ერთ-ერთი ხელძღვანელი იყო – მაშინ ფილარმონია პლეხანოვზე იყო…) აქ, კარგარეთელზე დაიბადა და გაიზარდა დედაჩემი…

შემიძლია ვთქვა, რომ ბევრს შევეცილები ამ ლეგენდარული უბნის სიყვარულში… მაგრამ, ვაი, რომ ვეღარაფერს შველის მხოლოდ სიყვარული… როცა მიჭირდა – აღმაშენებელზე მივდიოდი და იქ სულიერ შვებას ვპოვებდი ხოლმე… გახედვა აღარ მინდა…გული მიკვდება. იქ უკვე ჩვენი აღარაფერია!!! ,,სტამბულის მოედანს” ეძახიან თურქები…

რა უქნეს, ხალხო, ჩვენს საკუთრებას?! ეს ხომ ყველა ჩვენგანისაა?! რა ვუშველოთ?! ეს კატასტროფაა!!! ,,იავნანამ რა ჰქმნა” აღარ იქნება… ვერც იავნანა და ვერც ვერაფერი უშველის ამას! ძალიან ღრმადაა ფესვები გასული! რაც ისტორიულად ჩვენი ღირსეული წინაპრის სისხლის ხარჯზე შევინარჩუნეთ (მართალია ბევრიც დავკარგეთ…) ვიღაც… (არც ვიცი რა სახელი ვუწოდო მათ) არაკაცებმა ერთი ხელის მოსმით და მათთვის(!) უმტკივნეულოდ ჩააბარეს გადამთიელთ ჩვენი სული და გული!

ვინც ეს ჩაიფიქრა და ჩაიდინა, როგორ უნდა ჩახედოს თვალებში მომავალ თაობას?!… (სად არიან ის ე.წ.,,თბილისელი ბიჭები” – თავებს რომ დებენ თბილისელობაზე, ვინც ,,ლაღიძის წყლები” გაიმეტა და საცვლები გამოკიდა მის ნაცვლად რუსთაველზე?!…(ეს ისე, კიდევ ერთი ტკივილი გამახსენდა)…

2 დღის წინ გავიარე აღმაშენებელზე… 114-ის თავზე მამას მემორიალური დაფაა.. გული შემეკუმშა… აი, ვინ მეჩვენა უცხოდ თურქების და არაბების უბანში! ის ერთი ღირსეული თბილისელი, (პლეხანოველი!) კაცი იყო, რომელმაც მთელი თავისი 63 წელი მხოლოდ მისი ქვეყნის საგანძურის მეცნიერულ კვლევას, მის პატრონობას და მომავალი თაობისთვის გადაცემას შეალია და დღეს იქ, უკვე გაუცხოებულ უბანში მისი მემორიალური დაფა უცხოდ გამოიყურება…

მე ჩემი გულისტკივილი გაგიზიარეთ… მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, კატეგორიულად არასწორად მიმაჩნია ამ საქმეში უხეში, ძალისმიერი ჩარევა! მერწმუნეთ ჩემო შვილები, ძმებო, ეს ძალიან დიდ არეულობამდე მიგვიყვანს! ეს ქვეყანას ავნებს! არ გადადგათ გაუაზრებელი ნაბიჯი! იქნებ სხვა გზა ვეძებოთ!”