Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ერთი რამ მაკვირვებს…”

31 ივლისი, 2017

"ერთი რამ მაკვირვებს..."ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია კვლავაც ქართული ენის სადარაჯოზეა:

“საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე კითხულობენ “ვეფხისტყაოსანს”;

ეს მშვენიერი თაოსნობაა, მაგრამ ერთი რამ მაკვირვებს:

ნუთუ ამ არხზე ვინმეს და, უპირველეს ყოვლისა, ამ მაუწყებლის თავკაცს, ცნობილ ფილოლოგს, ვასილ მაღლაფერიძეს სხვებზე უკეთ არ უნდა მოეხსენებოდეს, რომ სიტყვა “ვეფხისტყაოსნის” გასწვრივ დაწერილი 850 რუსთველის საიუბილეო თარიღია და არა მისი პოემისა, რომელიც, რა ასაკში დაწერა, ჯერჯერობით არავინ იცის?!

მაგას რა მიხვედრა უნდაო, იტყვის, ალბათ, მავანი.

უნდა!

26 მაისს საქართველოს სულთანმა (ადრე რომ პრემიერი იყო) რიხიანად განაცხადა, დღეს, გარდა “საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა”, კიდევ, “ვეფხისტყაოსნის” 850 წლისთავს ვზეიმობთო, ანუ მოგვატყუა თავის უმეცრებით, ნაცვლად იმისა, რომ “რუსთველის დაბადების 850-ე წლისთავი” ეთქვა.
ახლა კი დავრწმუნდი, რომ საქართველოს სულთანი შეცდომაში ვასილ მაღლაფერიძისადმი რწმუნებულ უწყებას, ანუ ე.წ. “საზმაუს” შეუყვანია.

ხო, მართლა, კინაღამ სულ დამავიწყდა:

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო საქართველოს სულთანო (რესპ.პრემიერო!!!)!!!

ერთი კვირის წინ (22 ივლისს) შესრულდა 2 წელი მას აქეთ, რაც საქართველოს მთავრობა თქვენი ხელმძღვანელობით “ამწნილებს” “საქართველოს კანონს სახელმწიფო ენის შესახებ”;

აბა, თქვენ იცით! ბატ. გიორგი!!!

არამც და არამც იხტიბარი არ გაიტეხოთ და არ შეასრულოთ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის რამდენსამე მუხლს უკვე მესამე წელია წარბშეუხრელად არღვევთ!!!

P.S. დააკვირდით ამ ფოტოს და იქნებ ამიხსნათ,რუსთაველის 1 (თბილისში) ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზეა?”

"ერთი რამ მაკვირვებს..."