ანი მურადელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა

ანი მურადელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდადედის მკვლელობაში ბრალდებული ბალერინას ანი მურადელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა.

საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე მიმართა. ამის მიზეზი ანი მურადელისთვის ექსპერტიზის ჩატარების შედეგები გახდა.

ექსპერტიზის მიხედვით დანაშაულის ჩადენის მომენტში ბალერინა შეურაცხადი იყო. საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ანი მურადელი მკურნალობას ფსიქორეაბილიტაციის კლინიკაში გააგრძელებს.