1 ივლისი, 2017

“მცირე გაკვეთილი პრიმიტივთათვის”

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი რჩევას აძლევს მათ, ვისაც პატრიოტობა ფაშიზმი და რასიზმი ჰგონია.

გურამ ქართველიშვილი:

“მცირე გაკვეთილი პრიმიტივთათვის ვისაც დააჯერეს, რომ პატრიოტობა ფაშიზმი ან რასიზმია…

პატრიოტობა თუ რასიზმი და ფაშიზმია, მე ვის დავეკარგე და ასეთები ყოფილან პირველ რიგში ჩამოსათვლელები – დავით აღმაშენებელი და მსგავსნი მისნი, არადა რა იციან ნეოლიბერ-ოპერ-გრუპენ ფიურერებმა, რომ ასეთების მოტანილია აქამდე ეს ზღაპარივით კულტურა და ის მიწა, რომელიც რატომღაც ფეხქვეშ არ ეწვით უმადურობის გამო.

მე პირადად, რაღა თქმა უნდა, დავითთა და მსგავსთა მისთა კვალზე ვდგავარ და ამის გამო ფაშისტად ნამდვილად არ ვგრძნობ თავს. მარტივი მიზეზის გამო – ამ კულტურის უკან ათასწლეულები დგას, უწყვეტი ქართული სახელმწიფოებრიობით და არა ენჯოში გავლილი თრენინგები.”